სალომე ზურაბიშვილი
მაკკეინის ინსტიტუტის
კისინჯერის სტიპენდიატად
დასახელდა.ამის შესახებ
ინფორმაციას მაკკეინის
ინსტიტუტი
ავრცელებს.მაკკეინის
ინსტიტუტის ინფორმაციაში
ნათქვამია, რომ როგორც
კისინჯერის სტიპენდიატი,
სალომე ზურაბიშვილი
გამოიყენებს დიპლომატის,
ლიდერის და პოლიტიკის
შემუშავების გამოცდილებას
თავის ქვეყანაში ახალი
არჩევნებისკენ და
დემოკრატიული გზისკენ
სწრაფვისთვის.„ზურაბიშვილმა
საქართველოს პრეზიდენტის
თანამდებობა 2018 წლიდან
დაიკავა. მანამდე ის
საქართველოს პირველი ქალი
საგარეო საქმეთა მინისტრი
იყო. ამ თანამდებობაზე 2005
წელს მან მოლაპარაკება
აწარმოვა საქართველოდან
რუსული სამხედრო ბაზების
გაყვანაზე. იგი ასევე 2016
წელს პარლამენტის
მაჟორიტარ დეპუტატად
აირჩიეს. პრეზიდენტის
პოსტზე ყოფნისას
ზურაბიშვილი მტკიცედ
იცავდა საქართველოს გზას
ევროკავშირისა და ნატო-ში
ინტეგრაციისკენ და მხარს
უჭერდა დემოკრატიულ
რეფორმებს, ვეტო დაადო
„ქართული ოცნების“
მთავრობის კრემლის მიერ
მოდელირებულ „უცხოური
აგენტის კანონს“ და იდგა
პარტიის ავტოკრატიული
შემობრუნების წინააღმდეგ.
ზურაბიშვილმა 2024 წლის
ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნები არალეგიტიმურად
გამოაცხადა „ქართული
ოცნების“ მიერ ფართოდ
გავრცელებული დაშინებისა
და მანიპულაციის გამო და
მხარი დაუჭირა ოპოზიციურ
პარტიებს, რომლებმაც
მანდატებზე უარი თქვეს“, –
ნათქვამია მაკკეინის
ინსტიტუტის მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.აღნიშნულია,
რომ „ქართული ოცნების“
მიერ ქვეყნის
ევროკავშირში
გაწევრიანების პროცესის
შეჩერების განცხადების
შემდეგ, ქართველი ხალხი
მთელი ქვეყნის მასშტაბით
ქუჩებში მასშტაბური
საპროტესტო აქციებით
გამოვიდა.„მათ ძალადობით
და დაპატიმრებებით
შეხვდნენ. ზურაბიშვილმა
მხარდაჭერა გამოუცხადა
თავის ქვეყანაში
დემოკრატიულ მოძრაობას და
შეუერთდა საპროტესტო
მოძრაობას. საკონსტიტუციო
ცვლილებების თანახმად,
საქართველოს შემდეგი
პრეზიდენტი 2024 წელს უნდა
აერჩიათ ადგილობრივი
ხელისუფლების
წარმომადგენლებისა და
პარლამენტის წევრებისგან
შემდგარი საარჩევნო
კოლეგიის მეშვეობით. 14
დეკემბერს პარლამენტმა,
რომელიც უკანონოდ
შეიკრიბა არჩევნების
გაყალბების გახმაურებული
შემთხვევების გამო და
პრეზიდენტის მხარდაჭერის
გარეშე, მონაწილეობა მიიღო
ახალი პრეზიდენტის,
ანტიდასავლური რიტორიკით
ცნობილი ფეხბურთელის,
მიხეილ ყაველაშვილის
არჩევაში. მან თანამდებობა
29 დეკემბერს დაიკავა.
დემოკრატიის აქტივისტებმა
ეს პროცესი უკანონოდ
გამოაცხადეს და პროტესტი
განაგრძეს. ზურაბიშვილმა
უარი თქვა გადადგომაზე და
აღწერს თავისი ქვეყნის
უკანონო ხელში ჩაგდებას.
მაკკეინისა და კისინჯერის
მსგავსად, ის
განასახიერებს
სახელმწიფოს მტკიცე
მართვასა და თავისი
ქვეყნის დემოკრატიული
ღირებულებების დაცვას.
სენატორი მაკკეინი
სოლიდარობას უცხადებდა
ქართველებს 2008 წელს რუსეთის
ინტერვენციის დროს. როგორც
კისინჯერის სტიპენდიატი,
ზურაბიშვილი გააგრძელებს
პრინციპული, სტრატეგიული
ლიდერობის ტრადიციას
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან დემოკრატიულ
ბრძოლის ველზე. როგორც
მაკკეინის ინსტიტუტის
კისინჯერი სტიპენდიატი,
ზურაბიშვილი გამოიყენებს
დიპლომატის, ლიდერის და
პოლიტიკის შემუშავების
გამოცდილებას თავის
ქვეყანაში ახალი
არჩევნებისკენ და
დემოკრატიული გზისკენ
სწრაფვისთვის“, –
ნათქვამია მაკკეინის
ინსტიტუტის
განცხადებაში.როგორც
სალომე ზურაბიშვილმა
განაცხადა, კისინჯერის
სტიპენდიის მიღება დიდი
პატივია.„ავტოკრატიებსა
და დემოკრატიებს შორის
ბრძოლის დროს,
მნიშვნელოვანია, მხარი
დავუჭიროთ დემოკრატიულ
აქტორებს, რომლებიც
იბრძვიან მოწინავე ხაზზე
და საქართველო
განასახიერებს ამ ბრძოლას,
რომლის დასაცავად
სენატორი ჯონ მაკკეინი
მთელი ცხოვრება მუშაობდა“,
– განაცხადა სალომე
ზურაბიშვილმა.