სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა

News.ge 1 კვირა წინ 11
სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან.
მათი ცნობით, ანტონიო კოშტამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის ბრძოლაში.
“მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე, პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება”- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია