საქართველოს პრეზიდენტი,
სალომე ზურაბიშვილი
რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე აქციაზე
მივიდა.მანამდე
პარლამენტთან
შეკრებილებმა პრეზიდენტს
მოუწოდეს, რომ
პარლამენტთან პროტესტს
შეერთებოდა.პრეზიდენტის
გამოჩენას ადგილზე
ოვაციები მოჰყვა. უკვე
რამდენიმე საათია
რუსთაველის გამზირზე
საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს.
პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორია პარალიზებულია,
დემონსტრანტები
იმყოფებიან ჭიჭინაძისა და 9
აპრილის ქუჩებზეც.ადგილზე
გამოჩნდა
სპეცდანიშნულების რაზმი.