სალომე ზურაბიშვილი არც მალავს, რომ ქართველ ხალხს არ ელაპარაკება და თავისი და სხვა რადიკალური ჯგუფების პატრონების ინტერესებს იცავს

News.ge 4 დღის წინ 7
სალომე ზურაბიშვილი არც მალავს, რომ ქართველ ხალხს არ ელაპარაკება და თავისი და სხვა რადიკალური ჯგუფების პატრონების ინტერესებს იცავს

„სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ იმას, რომ ადამიანი, რომელიც 29 დეკემბრამდე ფორმალურად მაინც ითვლება პრეზიდენტად, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული განცხადებების ავტორია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა ევროპარლამენტში ს სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ამიტომ, საზოგადოებამ მისი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მიიღოს.
„სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე კომენტარი შეიძლება იყოს ერთადერთი – ასეთი ტიპის გზავნილები უცხოური ძალებისგან მოდის, რასაც, ვნახეთ, რომ არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ამერიკული და ევროპული საზოგადოებაც ემიჯნება, რაც, თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ამერიკაში აირჩიეს ის პრეზიდენტი, რომელიც 90% შემთხვევაში ჩვენნაირ განცხადებებს აკეთებს.
ამ დროს კი, საქართველოს ფორმალურად წოდებულ პრეზიდენტს ანტიქართული განცხადებები ახასიათებს. სალომე ზურაბიშვილს [პრეზიდენტობის] სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ამიტომ, მისი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია