პოლონეთის პრეზიდენტი
ანჯეი დუდა აცხადებს, რომ
საქართველოს პრეზიდენტ
სალომე ზურაბიშვილთან
საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ შექმნილი
შემაშფოთებელი ვითარება
განიხილა. ამის შესახებ
დუდა სოციალურ ქსელ X-ში
წერს.„ახლახან სატელეფონო
საუბარი მქონდა
საქართველოს პრეზიდენტ
სალომე ზურაბიშვილთან.
განვიხილეთ ბოლო
საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ საქართველოში
შექმნილი ღრმად
შემაშფოთებელი ვითარება.
მე კიდევ ერთხელ გავიმეორე
პოლონეთის ურყევი
მხარდაჭერა ქართველი ერის
ევროატლანტიკური
მისწრაფებების მიმართ“,-
წერს დუდა.