რამდენიმე წუთის წინ
განცხადება გააკეთა
პრეზიდენტმა. სალომე
ზურაბიშვილის თქმით,
ოპოზიციურ პარტიებთან
კონსულტაციები გრძელდება.
ის პოლიტიკურ პარტიებს
ხვალ კიდევ შეხვდება და
პროცესებს მათთან ერთად
დაგეგმავს.როგორც
ზურაბიშვილმა განაცხადა,
იგი მიმდინარე პოლიტიკური
პროცესების სათავეში
იქნება.„ხვალ ჩემთან ერთად
იქნებიან ის ადამიანები,
რომლებიც მე მოვიწვიე და
რომლებთან ერთადაც ამ
პოლიტიკური პროცესის
სათავეში ვიქნები. მე
ვრჩები როგორც თქვენი
პრეზიდენტი. არ არსებობს
ლეგიტიმური პარლამენტი,
მაშასადამე,
არალეგიტიმური პარლამენტი
ვერ აირჩევს ახალ
პრეზიდენტს; მაშასადამე
ინაუგურაცია ვერ იქნება და
ჩემი მანდატი გრძელდება
მანამ, სანამ არ იქნება
ლეგიტიმურად არჩეული
პარლამენტი, რომელიც
ლეგიტიმურად აირჩევს მას,
ვინც მე უნდა შემცვალოს.
მაგრამ მე თქვენთან ვარ და
ვიქნები“, - განაცხადა
სალომე ზურაბიშვილმა.