„საკლასო ოთახს, სამწუხაროდ, ვეღარ შეაღებს... გლოვობს კლასი...“ - ქობულეთის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლეს ემშვიდობება

Primetime.ge 2 დღის წინ 4
„საკლასო ოთახს, სამწუხაროდ, ვეღარ შეაღებს... გლოვობს კლასი...“ - ქობულეთის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლეს ემშვიდობება
ქობულეთის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლის დაღუპვის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:„გაზაფხული სიცოცხლის დღესასწაულია, მაგრამ ჩვენს სკოლას შემოდგომის სუსხმა დაუბერა... სევდანარევი გაზაფხულის სიო დაქრის ჩვენი სკოლის კედლებში...ქობულეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა რიგებს გამოაკლდა სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, ადამიანობაზე თავდადებული, მშრომელი, მეგობრული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე, რომელმაც ამქვეყნიური ცხოვრების პატარა მონაკვეთში უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა... მე-7 დ კლასის საკლასო ოთახს სამწუხაროდ ვეღარ შეაღებს ანანო შაინიძე. გლოვობს კლასი, გულდამძიმებულნი დადიან მასწავლებლები, აკლია მეგობრებს...ვუსამძიმრებთ ოჯახს, ქალაქს ქვეყანას!..მარადიული სასუფეველი მიმადლოს უფალმა!.. დაე, მისმა ნათელმა სულმა იქ დაივანოს, ,,სადაცა მართალნი განისვენებენ!“ - ნათქვამია სამძიმრის პოსტში. 
სრულად წაიკითხეთ სტატია