საკანონმდებლო ორგანომ
საქართველოს პარლამენტის
2026 წლის ბიუჯეტის პროექტი
განიხილა. საკითხი
სხდომაზე პარლამენტის
თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა
წარადგინა.როგორც
პარლამენტის თავმჯდომარემ
აღნიშნა, 2026 წლის ბიუჯეტის
პროექტი რეგლამენტის
შესაბამისად, პარლამენტის
სტრუქტურული ერთეულების
ჩართულობით არის
შემუშავებული."2026 წლის
ბიუჯეტის პროექტის
მთავარი პარამეტრები
უცვლელია და 2025 წლის
დონეზეა შენარჩუნებული.
ბიუჯეტის საპროგნოზო
მოცულობა შეადგენს 91.5
მილიონ ლარს“, - განაცხადა
შალვა პაპუაშვილმა.შრომის
ანაზღაურების ნაწილში 47.7
მილიონი ლარი არის
განსაზღვრული. მიმდინარე
წელს ეკონომია ჯამში 6.5 ლარს
შეადგენს, რაც 49
პარლამენტის წევრისთვის
უფლებამოსილების
შეწყვეტამ
განაპირობა.პროექტის
თანახმად, „საქონელისა და
მომსახურების“ მუხლი
დაგეგმილია 31 მილიონი
ლარის ოდენობით. ამ მუხლში
ასევე გათვალისწინებულია
სტაჟიორთა პროგრამა,
რომელიც საქართველოს
პარლამენტში ამოქმედდა და
ამჟამადაც მიმდინარეობს.
უცვლელად არის დარჩენილი
„გრანტების“ და
„სოციალური
უზრუნველყოფის“ მუხლები,
შესაბამისად, 0.15 და 0.9
მილიონი ლარის ოდენობით.
კაპიტალური ხარჯებისთვის
გათვალისწინებულია 6.7
მილიონი ლარი, სადაც შედის
როგორც პარლამენტის
შენობის
რეაბილიტაცია-გამაგრებითი
სამუშაოები, ასევე IT და სხვა
ტექნიკური აღჭურვილობის
ინფრასტრუქტურის
მოდერნიზება.კანონმდებლებმა
საქართველოს პარლამენტის
2026 წლის ბიუჯეტის პროექტს 84
ხმით მხარი დაუჭირეს.