საკანონმდებლო ორგანომ იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

Primetime.ge 2 თვის წინ 29
საკანონმდებლო ორგანომ იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 83 ხმით იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, იოსებ ჯორბენაძე პარლამენტის გამოკლებული წევრის პაატა სალიას ადგილმონაცვლეა.პაატა სალიას, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 აპრილის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა.ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია