მმართველი გუნდის მიერ
წარდგენილ ორ
საკანონმდებლო
ინიციატივას აფასებენ
ოპოზიციურ
სპექტრში.სახელისუფლებო
გუნდის ოპონენტები თვლიან,
რომ აქციის
მონაწილეებისთვის
სხვადასხვა საშუალებით
სახის დაფარვის აკრძალვა
და პიროტექნიკის
გამოყენების
დარეგულირების საკითხი -
საპროტესტო მუხტის
შემცირებას
ემსახურება.ოპოზიციაში
ხაზგასმით ამბობენ იმასაც,
რომ მსგავსი კანონების
მიღება აქციის
მონაწილეებზე გავლენას არ
მოახდენს."ძლიერი
საქართველო - ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის" წევრის,
ლანა გალდავას
განცხადებით, ხელისუფლება
ახალი კანონმდებლობით
ცდილობს პროტესტის
მონაწილეები გადატეხოს,
რაც არ
გამოუვათ."საკანონმდებლო
ინიციატივებიყოველთვის
უნდა ემსახურებოდეს
სახელმწიფოს და
საზოგადოების
საჭიროებებს. ამ
შემთხვევაში არის
პოლიტიკური კონტექსტი.
აპირებენ, რომ გამოიყენონ
სადამსჯელო მექანიზმად
ახალი კანონპროექტები,
რათა ის ხალხი, რომელიც
ქუჩში არიან და იცავენ
ეროვნულ ინტერესებს
რამენაირად გადატეხონ. ეს
არ მოხდება", - განაცხადა
ლანა გალდავამ.