საინტერესოა, რომ
ეუთო/ოდირი აქამდე როგორც
ევროკავშირის
წარმომადგენლებისთვის,
ასევე ჩვენი
ოპოზიციისთვის
კომპეტენტური უწყება იყო
მანამ, სანამ ეუთო/ოდირმა
არ დაწერა, რომ
საქართველოში ჩატარებული
არჩევნები არის
ლეგიტიმური და რომ ამ
არჩევნებმა მაღალი
სტანდარტებით ჩაიარა", -
ამის შესახებ პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
ნინო წილოსანმა
განაცხადა.ნინო წილოსანი
ეუთო/ოდირზე თავდასხმებზე
საუბრობს და აღნიშნავს, რომ
მათი ის განცხადება, რომ
არჩევნებმა კარგად ჩაიარა,
ოპოზიციისთვის და
ევროპელი
პოლიტიკოსებისთვის
აღარაფერს ნიშნავს. "ამის
შემდეგ იწყება ძალიან დიდი
თავდასხმები ეუთო/ოდირზე
მათ შორის, სამწუხაროდ
ევროინსტიტუციების
წარმომადგენლებისგან,
ევროპელი
პოლიტიკოსებისგან და ეს
კავშირი იმდენად ნათელია,
რომ კიდევ ერთხელ
ადასტურებს- ფაქტი, რომ
საქართველოში არჩევნებმა
კარგი სტანდარტებით
ჩაიარა, რომელიც ასევე
ეუთო/ოდირმა დაადასტურა,
უკვე არაფერს ნიშნავს
მათთვის და მათთვის მხოლოდ
და მხოლოდ იმ აღქმის შექმნა
არის აუცილებელი და
მნიშვნელოვანი, რომლითაც
ამ აქციების მუხტს ცოტათი
მაინც ინარჩუნებენ", -
განაცხადა ნინო წილოსანმა.