მე USAID-თან მაქვს კითხვები,
მათი პასუხისმგებლობაა
ახლა, რომ მათ მიერ
დაფინანსებული
ორგანიზაცია ISFED-ი ცდილობს
არჩევნების თაღლითურად
ჩაშლას,- განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა.„ესეც
აჩვენებს თუ რატომ არ
აქვეყნებს ISFED-ი პარალელური
დათვლის შედეგებს, რომ
ასეთი სპეკულაციისთვის
შეექმნა ნიადაგი და შემდეგ
ვხედავთ, რომ ეტაპობრივად
აბსოლუტურ აბსურდებს
იძახიან. მე არანაირი
კითხვა არ მაქვს ISFED-თან, მე
კითხვები მაქვს, USAID-თან,
რომელიც აფინანსებს ISFED-ს. 2020
წელს ISFED-ის
არაპროფესიონალიზმს
დაჰბრალდა ყველაფერი,
მაგრამ მერე ჩვენ გავიგეთ,
რომ USAID-მა ყველაფერი იცოდა,
რომ პარალელური დათვლის
შედეგები, რომელიც მაშინ
ვრცელდებოდა, იყო ყალბი და
მალავდა ამას. საინტერესოა
ახლა რას აკეთებს USAID-ის
ახლანდელი
ხელმძღვანელობა, რა დონით
არიან საქმის კურსში, რატომ
არ აქვეყნებს ISFED
პარალელური დათვლის
შედეგებს და რაშია ჩართული
USAID-ი. კითხვები მე პირადად
USAID-თან მაქვს, მათი
პასუხისმგებლობაა ახლა,
რომ მათ მიერ
დაფინანსებული
ორგანიზაცია ცდილობს
არჩევნების თაღლითურად
ჩაშლას. წინა ჯერზე
გაექცნენ
პასუხისმგებლობას, ახლა
ვეღარ გაექცევიან“,-
აღნიშნა პაპუაშვილმა.