საზოგადოებრივ
მაუწყებელთან შეკრებილ
აქციის მონაწილეებსა და
არხის ხელმძღვანელობას
შორის პირდაპირ ეთერთან
დაკავშირებით შეთანხმება
შედგა.პირდაპირი ეთერის
წამყვანი, რომელიც აქციის
მონაწილეებს დღეს საღამოს
დაეთმობათ, იქნება
საზოგადოებრივი
მაუწყებლის ჟურნალისტი
ნინო ზაუტაშვილი. აქციის
მონაწილეების მიერ
შერჩეულ ოთხ-ოთხ სტუმარს
პირდაპირი ეთერი
მორიგეობით
დაეთმობა.აქციის
მონაწილეების კიდევ ერთი
მოთხოვნა პირდაპირი
ეთერის მიღების შემდეგ, მათ
ხელთ არსებული
ვიდეოკადრების გადაცემის
პარალელურად ჩვენება იყო,
რაზეც საზოგადოებრივი
მაუწყებლის
ხელმძღვანელობისგან ასევე
დადებითი პასუხის
მიიღეს.აქციის იმ
მონაწილეებს, რომლებიც
გადაცემაში მიიღებენ
მონაწილეობას,
ტელევიზიაში შესვლის
საშუალება, ტექნიკური
დეტალების
მოგვარებისთანავე,
რამდენიმე წუთში
ექნებათ.საზოგადოებრივ
მაუწყებელთან პირდაპირი
ეთერის დათმობის
მოთხოვნით აქცია უკვე სამი
საათია გრძელდება.