საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო: მოქალაქეთა ერთი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს

Primetime.ge 1 დღე წინ 9
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო: მოქალაქეთა ერთი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს
საერთაშორისო რეზერვების ზრდა 28,6 მლნ დოლარით, ეს რა თქმა უნდა პოზიტიური ნაბიჯია, - ასე აფასებს აკადემიკოსი ლადო პაპავა, დეკემბერში სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 28.6 მილიონი დოლარით ზრდას და რომლის მიხედვითაც ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მლრდ. დოლარს შეადგენს."ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ წარმართავს სებ-ი თავის პოლიტიკას და თუ რა ინსტრუმენტებს იყენებს. რეზერვების შევსება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა მისი შევსება თვითმიზანი არ არის. რეზერვები საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური არასტაბილური მდგომარეობა აიცილოს. აღარ ვსაუბრობ კრიზისებზე. ასევე თავიდან აიცილოს შესაძლო შოკები და აქედან გამომდინარე, რეზერვები გამოიყენება სწორედ იმისთვის, რომ ბაზარზე შენარჩუნებული იქნეს გაცვლითი კურსს მეტ-ნაკლები სტაბილურობა. ის, რომ სებ-მა სტაბილურობის შენარჩუნება მოახერხა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება დეკემბერში რეზერვების ზრდას 28,6 მლნ დოლარით, ეს რა თქმა უნდა პოზიტიური ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიქმნა გარკვეული მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის ნიშნები, რამაც ხელი შეუწყო სებ-ს, რომ ამ თანხით გაეზარდა რეზერვები. რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურია“, - აცხადებს აკადემიკოსი.ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ის პატარა რყევები, რაც ლარის კურსთან მიმართებაში არსებობს ამ დროისათვის სებ-ის ჩარევას არ საჭიროებს, რადგანაც ის გამოწვეულია არა ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ პოლიტიკური დაძაბულობით."სებ-ს პულსზე უჭირავს ხელი და პერიოდულად მისი ჩარევა აუცილებელია. თუმცა, დღეს რაც ლარს სჭირს ეს არ არის გამოწვეული ეკონომიკური ფუნდამენტური პრობლემებით. ამიტომ ასეთ მცირე გაუფასურებებზე სჯობს, რომ სებ-მა დროებით შეიკავოს თავი ჩარევისგან“, - აცხადებს ლადო პაპავა.
სრულად წაიკითხეთ სტატია