საზოგადოებრივ
ტრანსპორტებში
კიბერთავდასხმაზე
პასუხისმგებლობას
ჰაკერული ჯგუფი Anonymous იღებს.
პლატფორმა X-ის საკუთარ
გვერდზე Anonymous-ი წერს, რომ 24
იანვარს საზოგადოებრივი
ტრანსპორტის სისტემაზე
კიბერთავდასხმა მათთან
აფილირებულმა ქართველმა
ჰაკერებმა
განახორციელეს."ეს
გაფრთხილებაა
მჩაგვრელებისთვის - თქვენი
დანაშაულები უპასუხოდ არ
დარჩება", - ასეთია
ჰაკერების მთავარი
გზავნილი.ავტობუსებსა და
მიკროავტობუსებში
გადახდის აპარატებში
საქართველოს და
ევროკავშირის ჰიმნები,
ასევე, პოლიტიკოსების
სხვადასხვა შინაარსის
ხმოვანი შეტყობინებები 24
იანვრის დილიდან იყო
ჩართული. თბილისის მერიამ
აპარატები დროებით
საერთოდ გათიშა,
მოგვიანებით კი აღადგინა.
ფაქტთან დაკავშირებით
დაწყებულია გამოძიება
კომპიუტერულ სისტემაში
არამართლზომიერი შეღწევის
მუხლით.