კიდევ ერთი აქცია გაიმართა
საზოგადოებრივ
მაუწყებელთან.
შეკრებილების მოთხოვნა
უცვლელია – მაუწყებლის
ბორდის და მენეჯმენტის
გადადგომა და საღამოს
ეთერთან ერთად დროის
დათმობა დღის ეთერშიც.
ასევე შეკრებილებმა
მთავრობის გადადგომაც
მოითხოვეს. გაჟღერდა ახალი
მოთხოვნაც. აქციის
მონაწილეები კოსტავას 68-ში
არსებული შენობის
შენარჩუნებასაც
მოითხოვენ. მათი
განცხადებით, ტელევიზიის
შენობა ისტორიული და
სტრატეგიული ადგილია და
ისტორიულ მისამართზე უნდა
დარჩეს, თუმცა ტერიტორია
უკვე კერძო საკუთრებაშია.