საზოგადოებრივი
მაუწყებლის
ხელმძღვანელობასთან
საპროტესტო აქციის ორი
წარმომადგენლის შეხვედრა
დასრულდა. გიორგი
ჭანტურიამ და ვახუშტი
მენაბდემ შეხვედრა სულ
ცოტა ხნის წინ დატოვეს.
დემონსტრანტების
მოთხოვნების ნაწილი არხის
ხელმძღვანელობამ
დააკმაყოფილა, თუმცა
პირობაში ცვლილება
შეიტანა.ეთერის დათმობის
მოთხოვნა აქციის
მონაწილეებისა და
კონკრეტული პირებისთვის
შესრულებულია, თუმცა იმ
პირობით, რომ საზოგადოებას
ექნება შესაძლებლობა,
მოისმინოს იმ ადამიანების
აზრიც, რომლებიც პროტესტის
მონაწილეებს არ
ეთანხმებიან.ამასთან,
მოთხოვნა არხის
ხელმძღვანელობის - თინათინ
ბერძენიშვილისა და ვასილ
მაღლაფერიძის გადადგომის
შესახებ, არ
დაკმაყოფილდა.საპროტესტო
აქციის მონაწილეების
საზოგადოებრივი
მაუწყებლის შენობასთან
რჩებიან. მათ რამდენიმე
წუთის წინ შეუერთდნენ
ხელოვანები და სამოქალაქო
სექტორის
წარმომადგენლები.