საერთაშორისო სავალუტო
ფონდმა 2024 წლის ოქტომბრის
მსოფლიო ეკონომიკურ
მიმოხილვაში მიმდინარე
წელს საქართველოს
ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი 7.6 პროცენტამდე
გაზარდა, ხოლო 2025 წელს ზრდის
ტემპი 6.0 პროცენტს
გაუტოლდება.„სავალუტო
ფონდის მიმოხილვის
თანახმად, 2024 წელს
საქართველოს ეკონომიკური
ზრდის პროგნოზი გაზრდილია
და 7.6%-ს შეადგენს, რაც როგორც
ევროპის, ასევე რეგიონის
ქვეყნებთან შედარებით
ყველაზე მაღალი
მაჩვენებელია.თუ
შევადარებთ საქართველოს
ეკონომიკურ ზრდას
ევროკავშირის წევრობის
სხვა კანდიდატი ქვეყნების
ეკონომიკური ზრდის
საშუალო მაჩვენებლებს,
მხოლოდ 2024 წლის
მაჩვენებლით, ჩვენი
ეკონომიკური ზრდა 2,5-ჯერ
აღემატება მათ საშუალო
მაჩვენებელს“, - განაცხადა
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის
მოადგილემ ვახტანგ
ცინცაძემ.მისი თქმით,
მთავრობის ამოცანაა
შეინარჩუნოს ეკონომიკური
ზრდის ტემპი უფრო მაღალ
ნიშნულზე, ვიდრე ამას
საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტები
პროგნოზირებენ და
მაქსიმალურად შეამციროს
განსხვავება ცხოვრების
დონეებს შორის
საქართველოსა და
ევროკავშირის ქვეყნებს
შორის.როგორც ვახტანგ
ცინცაძემ განაცხადა,
საქართველოს მთავრობა
აქტიურად მუშაობს
ეკონომიკის ზრდის
მიმართულებით და
ახორციელებს
ინფრასტრუქტურულ
პროექტებს, რომელიც
ეკონომიკის
ტრანსფორმაციას უწყობს
ხელს.„ჩვენ ასევე აქტიურად
ვეხმარებით ბიზნესს
კონკურენტუნარიანობის
გაუმჯობესების
მიმართულებით და ყოველი
აღნიშნულის შედეგად ჩვენი
მოლოდინია, რომ შევძლებთ იმ
ეკონომიკური ზრდის
შენარჩუნებას, რაც ბოლო
სამი წლის განმავლობაში
ქვეყანაში ფიქსირდება“, -
აღნიშნა მინისტრის
მოადგილემ.სავალუტო
ფონდის პროგნოზების
შესაბამისად, 2024 წელს
საქართველოს მშპ ერთ სულ
მოსახლეზე 8,882.6 აშშ. დოლარს -
მსყიდველუნარიანობის
პარიტეტზე დაყრდნობით - 27,363.4
საერთაშორისო დოლარს
გაუტოლდება, ხოლო 2029
წლისთვის მშპ ერთ სულ
მოსახლეზე 12,734.2 აშშ. დოლარი -
38,744.7 საერთაშორისო დოლარი
იქნება, რაც ევროკავშირის
საშუალო მაჩვენებლის 52.5%-ია.