საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირი საქართველოდან აზერბაიჯანში ექსტრადირდა - ცნობილია ბრალდებულის ვინაობა

Primetime.ge 11 საათი წინ 2
საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირი საქართველოდან აზერბაიჯანში ექსტრადირდა - ცნობილია ბრალდებულის ვინაობა
საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქე, ელნურ ქუდრეთ ოღლი სულეიმანოვი აზერბაიჯანში გადაიყვანეს. მის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სურახანის რაიონული პოლიციის მიერ წარმოებული გამოძიების შედეგად, ელნურ სულეიმანოვის მიმართ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 127.2.3-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ხულიგნური მოტივით) და 221.1-ე (ხულიგნობა) მუხლებით.აღნიშნულის გამო, ის ბრალდებულად იქნა ცნობილი და მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია