ჟენევაში საერთაშორისო
მოლაპარაკებების მორიგი
რაუნდი გაიმართება.
ქართული დელეგაცია უკვე
ჟენევაში იმყოფება.
მოლაპარაკებების 63-ე
რაუნდში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე
ლევან მგალობლიშვილი
მონაწილეობს.პირველი დღე
ტრადიციულად,
თანათავმჯდომარეებთან
ტექნიკურ შეხვედრებს
დაეთმობა. მოლაპარაკებათა
63-ე რაუნდი ოფიციალურად 4
მარტს
დაიწყება.„საერთაშორისო
მოლაპარაკებების 63-ე
რაუნდზე ჩვენ შევეხებით 2008
წლის 12 აგვისტოს ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ და
ასევე ჩვენი დროებით
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დროებით
დევნილი მოსახლეობის
დაბრუნების საკითხს. ასევე
ჰუმანიტარული
მიმართულებით ვიმსჯელებთ,
ეს არის უკანონო
დაკავებები, ასევე
თავისუფლად გადაადგილების
აღკვეთა. დღევანდელი
მდგომარეობა დროებით
ოკუპირებულ ტერიტორიაზე
იქნება მნიშვნელოვნად
ხაზგასასმელი რამეთუ
არჩევნები არის
არალეგიტიმური და ამაზეც
გაუმახვილებთ
ყურადღებას“, - განაცხადა
ლევან მგალობლიშვილმა.