მმართველი გუნდის მიერ
დაანონსებულ ახალ
რეგულაციებს პოლიტიკოსები
აფასებენ. ოპოზიცია
დარწმუნებულია, რომ
"ქართული ოცნების" საბოლოო
მიზანი ქვეყანაში
თავისუფალი მედიისა და
განსხვავებული ხმის
არარსებობაა.საპარლამენტო
უმრავლესობა კი, დაგეგმილ
ცვლილებები სახელმწიფოს
ეფექტიანად მართვისთვის
აუცილებლად
მიიჩნევს."კარგი კანონია,
რომელიც აშშ-ში დიდი ხანია
მოქმედებს, თუმცა
სახეცვლილი, თანამედროვე
პირობებთან
შესაბამისობაში მოყვანილი
არის ის, რაც სჭირდება
დემოკრატიულ სამყაროს,
რათა დაიცვას საკუთარი
სახელმწიფო.რეკლამები
შეიძლება დაფინანსდეს,
რასაკვირველია, ნებისმიერ
საკითხთან დაკავშირებით
შეუძლიათ საერთაშორისო
ორგანიზაციებთან ჰქონდეთ
ურთიერთობა, მიიღონ იქიდან
დაფინანსება, მაგრამ ეს
დაფინანსება არ უნდა იყოს
ორიენტირებული კონკრეტული
ამოცანის შესრულებაზე," -
აღნიშნა პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გიორგი
ვოლსკიმ.ცნობისთვის,
სახელისუფლებო პარტია
ახალ რეგულაციებს
მომდევნო ორი თვის
განმავლობაში
დააინიციირებს.
ჩამონათვალშია ამერიკული
"ფარას" ზუსტი ანალოგი,
რომელიც უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ
კანონს ჩაანაცვლებს.
დასავლური ქვეყნების
ანალოგით მომზადებული
ახალი კანონი მედიას
შეეხება. "ქართულ ოცნებაში"
განმარტავენ, რომ ამ
შემთხვევაში ისინი
ბრიტანულ მოდელსა და
კანონმდებლობას
გაითვალისწინებენ.
ცვლილების მიხედვით,
შეიზღუდება მედიის
დაფინანსება უცხოური
წყაროებიდან, თუმცა ეს არ
შეეხება კომერციული
რეკლამებიდან მიღებულ
შემოსავლებს. ანალოგიური
შეზღუდვა დაწესდება
საჯარო სამსახურშიც.