არასამთავრობო
ორგანიზაცია
"საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველო" თავის მიერ
არალეგიტიმურად
გამოცხადებული
პარლამენტისთვის
სტაჟირების ვაკანსიას
აცხადებს. შესაბამისი
ვაკანსია "საერთაშორისო
გამჭვირვალობის"
ვებგვერდზე 18 დეკემბერს
გამოქვეყნდა. ორგანიზაცია
განაცხადების მიღების
ბოლო ვადად 6 იანვარს
უთითებს."განცხადებების
წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025
წლის 6 იანვარი. არასრულად
წარმოდგენილი განაცხადი
არ განიხილება.
გასაუბრებაზე მოწვეულნი
იქნებიან მხოლოდ შერჩეული
კანდიდატები. წერილის
სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ
"საპარლამენტო სტაჟირება", -
ვკითხულობთ ორგანიზაციის
ვებგვერდზე.ცნობისთვის,
"საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველო" 26 ოქტომბერს
ჩატარებული არჩევნების
შედეგებს არ აღიარებს და
არალეგიტიმურს უწოდებს
როგორც პარლამენტს, ისე -
საკანონმდებლო ორგანოს
მიერ არჩეულ პრეზიდენტსაც.
"არალეგიტიმური
პარლამენტის მიერ "არჩეული"
პრეზიდენტი თავადაც
არალეგიტიმურია" - სწორედ
ასე გამოეხმაურა
ორგანიზაცია 14 დეკემბერს,
მიხეილ ყაველაშვილის
პრეზიდენტად
არჩევას. SKIP