თბილისში, თევდორე მღვდლის
10 ნომერთან, ტრაგედიის
ადგილი უკვე
დასუფთავებულია. მუშაობდა
მძიმე ტექნიკაც.
"თბილსერვის ჯგუფის"
თანამშრომლებმა
ტერიტორიის მოწესრიგება
მას შემდეგ დაიწყეს, რაც
შინაგან საქმეთა
სამინისტრომ საგამოძიებო
მოქმედებების დასრულების
შესახებ ოფიციალურად
განაცხადა; მუშაობა
დაასრულეს
ექსპერტებმაც.შენობაში
ეტაპობრივად შესვლის
უფლება მიეცათ
ადგილობრივებს. პირადი
ნივთების გამოსატანად,
მაშველების
მეთვალყურეობის ქვეშ
შესვლა მათ დღეს, დილის 10:00
საათიდან ისევ
მიეცემათ.კორპუსიდან
საერთო ჯამში 102 ადამიანია
გაყვანილი.