„ქართული ოცნების“
დეპუტატმა, გივი მიქანაძემ,
2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებზე
რეგისტრირებული
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების
მონიტორინგის ანგარიში
წარმოადგინა და იმ
ადგილობრივ
სადამკვირვებლო
ორგანიზაციებზე ისაუბრა,
რომლებიც პოლიტიკურ
სუბიექტებთან კავშირსა და
„ქართული ოცნების“
საწინააღმდეგო
საქმიანობაში არიან
მხილებული.მან ისაუბრა
სადამკვირვებლო
ორგანიზაციაზე „კრიტიკული
მოქალაქე“, რომლის
დირექტორი და გამგეობის
წევრები, „ნაციონალურ
მოძრაობასთან“ და
„სტრატეგია
აღმაშენებელთან“ არიან
კავშირში. ასევე აღნიშნა,
რომ ორგანიზაცია
„ახალგაზრდული ინიციატივა
მომავალი
საქართველოსთვის“
თავმჯდომარე ლაშა ადამია,
აჭარის
ენმ-ის.„მაგალითისთვის
წარმოგიდგენთ ინფორმაციას
კვლევის შედეგად
მხილებული რამდენიმე
ორგანიზაციის შესახებ, რაც
საზოგადოებას კიდევ
ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის
სურს განახორციელოს
არჩევნების მონიტორინგი
და ვინ აპირებს დასკვნების
შედგენას არჩევნებთან
დაკავშირებით.ცესკოს მიერ
დარეგისტრირდა
სადამკვირვებლო
ორგანიზაცია „კრიტიკული
მოქალაქე“, რომლის
დირექტორია ნუგზარ
ხოზრევანიძე, გამგეობის
წევრები კი მარად შავაძე,
რისმაგი ხოზრევანიძე და
ნოდარ ძირკვაძე არიან.
ორგანიზაციის დირექტორი,
ნუგზარ ხოზრევანიძე, 2020
წლის 15 დეკემბერს ბათუმში
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან
დააკავეს პოლიციასთან
ინციდენტის დროს,
პლაკატებს აკრავდა
შენობაზე - „გაყალბებული
არჩევნები“. იგი
„ნაციონალური მოძრაობის“
აქტიური მხარდამჭერი და
აქტივისტია. ნუგზარ
ხოზრევანიძე 2022 წლის მაისში
მიხეილ სააკაშვილის
უცხოეთში სამკურნალოდ
გადაყვანის მოთხოვნით
გამართულ აქციაშიც იღებდა
მონაწილეობას. მარად
შავაძე დღემდე ხულოს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ფრაქციის
„ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ თავმჯდომარის
მოადგილეა, ხოლო რისმაგ
ხოზრევანიძე აჭარის ენმ-ის
პიარ მენეჯერი. რაც შეეხება
ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს
ოლქის მე-19 საარჩევნო
უბანზე „სტრატეგია
აღმაშენებლის“ მიერ
დანიშნული წევრია.ცესკომ
ასევე დაარეგისტრირა
სადამკვირვებლო
ორგანიზაციად
„ახალგაზრდული ინიციატივა
მომავალი
საქართველოსთვის“. ამ
ორგანიზაციის თავმჯდომარე
ლაშა ადამია აჭარის ენმ-ის
წევრია და აქტიურად ეწევა
პარტიულ საქმიანობას“, -
აღნიშნა გივი
მიქანაძემ.მან ასევე
ყურადღება გაამახვილა
სადამკვირვებლო
ორგანიზაციებზე
„ალტერნატივა ენჯეო“ და
„საზოგადოებრივი აზრის
შემსწავლელი ცენტრი“,
რომელთა თავმჯდომარეებიც
„ნაციონალურ
მოძრაობასთან“ არიან
კავშირში.„ცესკომ
ადგილობრივ
სადამკვირვებლო
ორგანიზაციებად
დაარეგისტრირა
ორგანიზაციები
„ალტერნატივა ენჯეო“ და
„საზოგადოებრივი აზრის
შემსწავლელი ცენტრი“.
„ალტერნატივა ენჯეო“-ს
თავმჯდომარე ხათუნა
ბერიძეა, რომელიც
„ნაციონალური მოძრაობის“
პარტიის წევრია; ხოლო,
ორგანიზაციის გამგეობის
წევრ ნატო ნაცარაშვილს,
მიმდინარე წლის 6
სექტემბერს, შეწირული აქვს
პარტია „ახალი“-თვის 7 000
ლარი. რაც შეეხება
„საზოგადოებრივი აზრის
შემსწავლელი ცენტრის“
თავმჯდომარე გივი
ნახუცრიშვილს, 2017 წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებზე იგი ბათუმში
მაჟორიტარობის კანდიდატი
იყო „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობიდან“. იგი დღემდე
„ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ აქტიური
მხარდამჭერია“, - განაცხადა
მიქანაძემ.