საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, საქართველოს
საავტომობილო გზების
დეპარტამენტთან
გაფორმებული
ხელშეკრულების
საფუძველზე, შპს
„საქმილსადენმშენი“
აწარმოებს
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას
საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8
მონაკვეთის
სარეაბილიტაციო
სამუშაოებს.სამუშაოების
წარმოების პერიოდში,
ბაღდათი-კურორტი საირმეს
მონაკვეთზე, 2025 წლის 10
აპრილიდან 10 მაისამდე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ყოველდღიურად შეიზღუდება
10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00
სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო,
დღე-ღამის დანარჩენ
პერიოდში,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.