სად აღდგა მოძრაობა და რა აკრძალვები რჩება მძღოლებისთვის - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 3 კვირის წინ 35
სად აღდგა მოძრაობა და რა აკრძალვები რჩება მძღოლებისთვის - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
სრულად წაიკითხეთ სტატია