თოვლისა და მოსალოდნელი
ზვავსაშიშროების გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ჟინვალი-ბარისახო-შატილის
საავტომობილო გზის კმ53-კმ106
(კორშა-შატილი) მონაკვეთზე,
აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.ინფორმაციას
საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით,
საავტომობილო გზის კმ1-კმ52
(ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.