საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ინტენსიური
თოვის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის
საავტომობილო გზის კმ39-კმ62
(ნაქერალას უღელტეხილი)
მონაკვეთზე და
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის
გზაზე დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.