საგზაო დახმარების ქართული აპლიკაცია – SOS auto რეგიონებშიც ხელმისაწვდომია

News.ge 2 თვის წინ 65
საგზაო დახმარების ქართული აპლიკაცია – SOS auto რეგიონებშიც ხელმისაწვდომია

საგზაო დახმარების ქართული აპლიკაცია – SOS auto თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ფოთში, გორში, რუსთავსა და ქუთაისშიც ხელმისაწვდომია.
როგორც ს დამფუძნებელმა ნათია შუბითიძემ “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, მოთხოვნა საკმაოდ დიდია როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში.
“ჩვენ თითქმის ყველა რეგიონი მოვიცავით და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავედით. საქართველოში ძირითადი დატვირთვა თბილისზე მოდის. ბათუმში, გორში, რუსთავსა და ფოთში, არამხოლოდ ევაკუატორით, არამედ 8-მანქანიანი ავტომზიდებით ვმუშაობთ.
დაინტერესება დიდია, თუმცა საგზაო დახმარების აპლიკაციის გამოყენება მომხმარებლებისთვის იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩვენ გვეგონა. თუმცა ვფიქრობთ, რომ ადამიანები ეტაპობრივად მიეჩვევიან საგზაო დახმარების საჭიროებისთვის აღარ დარეკონ და პირდაპირ აპლიკაციიდან გამოიძახონ ყველაზე ახლოს მყოფი მანქანა.
ამჟამად 15 კორპორატიული მომხმარებელი გვყავს, ვისთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. გარდა ამისა, ჯამში 4 000-მდე პირს უკვე გავუწიეთ დახმარება”, – აცხადებს ნათია შუბითიძე.
ცნობისთვის, სტარტაპი SOS auto საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე რაუნდის გამარჯვებულია.
ბიზნესპარტნიორი

სრულად წაიკითხეთ სტატია