2025 წლის იანვრის
მონაცემებით, საგარეო
ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა.მისივე თქმით, ეს
არის ძალიან
მნიშვნელოვანი ზრდა
ქვეყნისთვის.„საგარეო
ვაჭრობის მიმართულებით
გვაქვს ძალიან კარგი
მაჩვენებელი - 2025 წლის
იანვრის მონაცემები
გამოაქვეყნა საქსტატმა და
საგარეო ვაჭრობა
გაზრდილია 39.3 %-ით, რაც არის
ძალიან მნიშვნელოვანი
ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის,“-
განაცხადა
პრემიერმა.მთავრობის
მეთაურის თქმით, რაც
შეეხება ეკონომიკურ ზრდას,
ჯერჯერობით არ არის
დაზუსტებული სახით
გამოქვეყნებული იანვრის
მონაცემები, თუმცა
წინასწარი შეფასებით,
შეიძლება ითქვას, რომ
ეკონომიკური ზრდა იქნება
ორნიშნასთან საკმაოდ
ახლოს.