პარლამენტის დროებითმა
საგამოძიებო კომისიამ
ნიკა გვარამია 2012-2025 წლებში
საქართველოს საგარეო
პოლიტიკური მიზნების
საზიანოდ განხორციელებული
ქმედების შესახებ
ახსნა-განმარტების
მისაცემად, კომისიის
სხდომაზე ჩართვის
მეშვეობით მიიწვია. ამის
შესახებ ინფორმაციას და
დოკუმენტს პარტია „ახალი“
სოციალურ ქსელში
აქვეყნებს.საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
პირველად
გამოუცხადებლობის გამო
დაკავებული ნიკა გვარამია
კანონს კიდევ ერთხელ
დაარღვევს. ის არც ამჯერად
აპირებს კომისიის
კითხვებს უპასუხოს.როგორც
პარტია „ახალი“
განმარტავს, პოზიციის
შეცვლას არ აპირებენ და
კომისიასთან არ
ითანამშრომლებენ.ნიკა
გვარამიას აღკვეთის
ღონისძიება გირაო
პატიმრობით შეეცვალა.ნიკა
გვარამიას „2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისაზე“
გამოუცხადებლობის გამო
ბრალი 16 აპრილს წარედგინა.