საკანონმდებლო ორგანოში
დღეს დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მორიგი სხდომა გაიმართება.
2003–2012 წლებში მოქმედი
ხელისუფლების საქმიანობის
შემსწავლელი კომისიის
წევრების კითხვებს გიორგი
ხოჭავა უპასუხებს, რომელიც
მისი უფლებების შელახვის
ფაქტებთან დაკავშირებით
ისაუბრებს.მმართველ
პარტიაში მსგავსი
საკითხების საჯაროდ
განხილვის აუცილებლობაზე
კიდევ ერთხელ საუბრობენ,
ოპოზიცია კი მიმდინარე
პროცესს უნდობლობას
უცხადებს."რეალურად, ამ
საგამოძიებო კომისიამ,
რაღაც დონეზე, აზრი
დაკარგა... ძალიან
მნიშვნელოვანი მოწმეები
და საქმის ფიგურანტები ამ
გამოძიების ფარგლებში არ
დაკითხულან. შესაბამისად,
მიზანი - გამოძიებულიყო ის
დანაშაულებრივი
ქმედებები, რომელიც იყო
"ნაციონალური მოძრაობის"
რეჟიმის დროს... ჩვენ ამას
ვერ ვხედავთ", - აცხადებს
პარტიის "გახარია
საქართველოსთვის" წევრი
ტატა ხვედელიანი.სხდომა
საკანონმდებლო ორგანოში 10:00
საათისთვის დაიწყება