პარლამენტის
ევროინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის,
ლევან მახაშვილის
განცხადებით, მამუკა
ხაზარაძისა და ბადრი
ჯაფარიძის პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
არგამოცხადება კანონის
დარღვევა და საზოგადოების
მიმართ
უპატივცემულობაა.მახაშვილის
თქმით, კომისია ცდილობს,
წლების განმავლობაში
საზოგადოების მხრიდან
არსებულ კითხვებს ნათელი
მოჰფინოს.„არაერთხელ
ვთქვით, რომ საგამოძიებო
კომისიის საქმიანობა
პრინციპის ამბავი არ არის,
კომისია ცდილობს, ნათელი
მოჰფინოს იმ კითხვებს, რაც
საზოგადოებაში ამდენი
წელია, არის. ამას ძალიან
მკაფიო პასუხები სჭირდება.
კომისიაში როცა არ
ცხადდები, ეს არის
კანონდარღვევა, მათ შორის
ამომრჩევლის
უპატივცემულობაც, როცა
ისინი საზოგადოებაში მათ
მიმართ არსებულ კითხვებს
არ პასუხობენ“, – აღნიშნა
ლევან
მახაშვილმა.საქართველოს
პარლამენტის „2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისიის“ სხდომაზე
გამოუცხადებლობის გამო
მამუკა ხაზარაძისა და
ბადრი ჯაფარიძის საქმე
პროკურატურაში
გადაიგზავნა.