საგადასახადო კანონმდებლობაში მცირე მეწარმეებისთვის ცვლილება შევიდა, რომელიც თებერვლიდან ამოქმედდება - ნახეთ, დეტალურად

Primetime.ge 3 თვის წინ 54
საგადასახადო კანონმდებლობაში მცირე მეწარმეებისთვის ცვლილება შევიდა, რომელიც თებერვლიდან ამოქმედდება - ნახეთ, დეტალურად
სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან.შესაბამისი ცვლილება საკითხის მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საბოლოოდ, დეპუტატებმა კენჭი რეგულაციის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედებას უყარეს.1-ელი თებერვლიდან სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები ვერ ისარგებლებენ მცირე მეწარმის სტატუსით თუ ისინი მომსახურებას უწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს.ფინანსთა მინისტრის მოადგიის თქმით, პრაქტიკაში ამ სექტორში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირები ფორმალურად რეგისტრირდებიან მცირე ბიზნესად, თუმცა რეალურად ასრულებენ სამუშაოს დამსაქმებლის კონტროლის ქვეშ, როგორც დაქირავებულები. სექტორში ძალიან რთულია ზღვრის გავლება დაქირავებით მუშაობასა და მომსახურებას შორის. აქედან გამომდინარე, ფართოდაა დამკვიდრებული გადასახადის თავის არიდების პრაქტიკა, რაც ქმნის ადმინისტრირების პრობლემას და წარმოშობს საგადასახადო დავებს. უამრავი საგადასახადო დავა არსებობს, როცა არასწორ კლასიფიკაციას აძლევს რეალური დამქირავებელი თავის დაქირავებულს, თვითონ იღებს მცირე მეწარმის სტატუსს და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ის არის დაქირავებული, აწარმოებს საქმიანობას, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე. შედეგად წარმოშობილია დაშვებული და გართულებულია ადმინისტრირება. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, წარმოდგენილია აღნიშნული პროექტი. ამ სექტორში დასაქმებულ პირებს, რა თქმა უნდა, არ ეკრძალებათ საქმიანობა, მაგრამ თუ ისინი ასეთ საქმიანობას ახორციელებენ ისინი დაიბეგრებიან ჩვეულებრივი რეჟიმით ანუ 20%-იანი განაკვეთით და გადაიხდიან წლიურად ისე, როგორც ჩვეულებრივი მეწარმე.პროექტის მიხედვით, მათ არ შეეზღუდებათ ფიზიკურ პირებისთვის მომსახურება, ეს მცირე მეწარმისთვის ისევ ერთი პროცენტით დაიბეგრება. აქ საუბარია ორგანიზაციაზე, საწარმოსა ან მეწარმე ფიზიკურ პირთან გაწეულ მომსახურებაზე.
სრულად წაიკითხეთ სტატია