1921 წელს საბჭოთა რუსეთის
წითელი არმიის მიერ
საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ოკუპაციის
თარიღთან დაკავშირებით,
საგარეო საქმეთა
სამინისტროსა და
საზღვარგარეთ საქართველოს
75-მდე დიპლომატიური
მისიების შენობებზე
სახელმწიფო დროშები
დაეშვა.საბჭოთა
ოკუპაციიდან 104 წელი
შესრულდა. 25 თებერვალი
საბჭოთა ოკუპაციის დღედ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილებით არის
გამოცხადებული.