საბერძნეთში, ათენში
ქართველი ემიგრანტი
ნანული მაჭავარიანი
გარდაიცვალა. ინფორმაციას
ამის შესახებ შოთო
სიხარულიძე
ავრცელებს.„თბილო, კეთილო,
უბოროტო, როგორ გვატკინე
გული, როგორ დაასრულე ეს
ცხოვრება უცხო მიწაზე,
რამდენი ტკივილი,
მონატრება, ჯავრი
წაიყოლე... რა ეშველება შენს
შვილს უშენოდ, ისიც ხომ
ათენში გყავდა, ორივე
ემიგრანტი იყავით... რატომ
მოტეხე ფრთები ხათოს, ასე
ნაადრევად...ღმერთო, მიეცი
ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის
ასატანად, სასუფეველში
იყავი, რომ არა უფალი, ამდენ
მწუხარებას ჩვენ ვერ
გავუძლებდით“, - წერს
სიხარულიძე.