
„საბანკო სექტორში კონკურენციის გაძლიერების თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დიდი პოტენციალი არსებობს ციფრული ბანკების მიმართულებით.
„დღეს ბაზარზე გვაქვს 19 ბანკი, აქედან 3 ციფრული/ინოვაციურია, ორი – ახალი მიკრობანკი. ციფრულ ბანკებში უდიდესი პოტენციალია, თუნდაც ტოპ ბანკებთან კონკურენციის, მათ შორის, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, თუნდაც ინოვაციებით გადახდების სფეროში, პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სხვადასხვა ახალი პროდუქტით, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის ბაზარზე მომსახურებას – საგადასახადო სფეროში ძალიან დიდი სივრცეა კონკურენციისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
bp.ge