საბა ფურცელაძე ეგვიპტეში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

News.ge 3 თვის წინ 103
საბა ფურცელაძე ეგვიპტეში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
ჩვენებურმა ბელარუს (ნეიტრალური სახელით მოასპარეზე) მსოფლიოს 1043-ე ნომერი 21 წლის დანიილ ოსტაპენკოვი სამ სეტში 6:2, 3:6, 4:6 დაამარცხა, იქამდე კი ავსტრიელ ნიკო ჰიპფლსა და რუს (ასევე ნეიტრალური სახელით მოასპარეზე) ალექსანდრ ჟგიროვსკის აჯობა.
ფურცელაძე ხვალ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში 25 წლის რუმინელ მსოფლიოს 373-ე ნომერს გაბი ადრიან ბოიტანს შეხვდება.

სრულად წაიკითხეთ სტატია