
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა 28 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.