მოგესალმებით მეგრელებო,
მოგესალმებით
სვანებო,მოგესალმებით
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი
ულამაზესი მხარის -
სამეგრელოს და ზემო
სვანეთის შვილებს.
მოგესალმებით აფხაზეთიდან
დევნილებს, მივესალმები
დროებით ოკუპირებულ
აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს
თანამოქალაქეებს.მინდა
მივესალმო სამეგრელო-ზემო
სვანეთის მოქმედ და
მომავალ წარმომადგენლებს
საქართველოს
პარლამენტში.სამეგრელო და
სვანეთი გამოირჩევა
თავისი ულამაზესი ბუნებით
და უძვირფასესი კულტურული
მემკვიდრეობით. სამეგრელო
და სვანეთი ინახავს უამრავ
საუნჯეს, რომელიც
საქართველოს ეროვნულ,
სარწმუნოებრივ და
კულტურულ თვითმყოფადობას
ქმნის. რაც მთავარია,
სამეგრელო და სვანეთი
გამოირჩევა
განსაკუთრებული ღირსების
მატარებელი და ნიჭიერი
ადამიანებით, რომლებსაც
ყოველთვის შეჰქონდათ
განსაკუთრებული წვლილი
ჩვენი ქვეყნის
განვითარებაში. კიდევ
ერთხელ მინდა გამოვხატო
განსაკუთრებული
პატივისცემა თითოეული
თქვენგანის მიმართ.11 დღეში
შედგება გადამწყვეტი
არჩევნები, რომელიც
საბოლოოდ განსაზღვრავს
ჩვენი ქვეყნის ბედს. ეს
არის რეფერენდუმი,
რომელზედაც ყველამ ერთად
საბოლოოდ უნდა ვუთხრათ
უარი ომს და ავირჩიოთ
მშვიდობა, უნდა ვუთხრათ
უარი ამორალურ
პროპაგანდას და ავირჩიოთ
ტრადიციული ფასეულობები,
უნდა ვუთხრათ უარი ბნელ
წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი
ქვეყნის ნათელი, ევროპული
მომავალი.საზოგადოებას
კიდევ ერთხელ უნდა
შევახსენოთ, რომ 2012 წლამდე
საქართველოს მართავდა
უსამშობლო პოლიტიკოსების,
უცხოელი აგენტების
ავტორიტარული რეჟიმი,
რომელიც კლავდა და
აწამებდა ადამიანებს,
ძარცვავდა ბიზნესს,
იტაცებდა ტელევიზიებს. ამ
რეჟიმმა ჩართო ქვეყანა
ომში 2008 წელს და
დაგვაკარგვინა დროებით
ქვეყნის ტერიტორიების 20
პროცენტი. ამ ყველაფერთან
ერთად, 2012 წლამდე ქვეყანაში
იყო უმძიმესი ეკონომიკური
და სოციალური მდგომარეობა.
ხალხს დაკარგული ჰქონდა
ყოველგვარი იმედი, რომ ეს
ვითარება რაიმეს ან ვინმეს
შეიძლებოდა
შეეცვალა.სწორედ ამ დროს
გამოჩნდა პოლიტიკურ
ცხოვრებაში „ქართული
ოცნების“ დამფუძნებელი,
ბატონი ბიძინა ივანიშვილი,
რომელმაც ჩვენი ქვეყნის
განვითარებაში
დემოკრატიული გარდატეხა
შეიტანა და საქართველო
განვითარების სწორ გზაზე
დააყენა. სწორედ ბიძინა
ივანიშვილის დამსახურებაა
ყველა ის გარდამტეხი
ცვლილება, რომელსაც
საქართველომ დემოკრატიის,
ადამიანის უფლებების,
ეკონომიკის,
ევროინტეგრაციის,
უსაფრთხოების და მრავალი
სხვა მიმართულებით
მიაღწია. კიდევ ერთხელ
მინდა ვისარგებლო
შემთხვევით და მადლობა
მინდა გადავუხადო ბატონ
ბიძინა ივანიშვილს
ამისათვის.2012 წლის შემდეგ,
„ქართული ოცნების“
ხელისუფლებამ უზრუნველყო
ქვეყნის ფუნდამენტური
წინსვლა ყველა
მიმართულებით::- ქვეყნის
ეკონომიკა 28 მილიარდი
ლარიდან გავზარდეთ 90
მილიარდ ლარამდე, ხოლო 2028
წლისთვის 130 მილიარდ
ლარამდე
გაიზრდება;- ქვეყნის
ბიუჯეტი 8.5 მილიარდი
ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე
გავზარდეთ, 2028 წელს კი,
ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს
გადააჭარბებს;- გავანახევრეთ
უმუშევრობა. მხოლოდ ბოლო 2.5
წელიწადში შეიქმნა 170,000
სამუშაო ადგილი, ხოლო 2028
წლის ჩათვლით დამატებით 200,000
ახალი სამუშაო ადგილი
შეიქმნება;- 712.5 ლარიდან 2,005
ლარამდე გავზარდეთ
საშუალო ხელფასი, რომელიც
2028 წელს 3,500 ლარს მიაღწევს;- 2012
წლის შემდეგ, 680 ათასმა
ჩვენმა თანამოქალაქემ
დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028
წლის ჩათვლით, სიღარიბეს
დამატებით 300,000-მდე ადამიანი
დაძლევს, რის შემდეგაც
სიღარიბის მაჩვენებელი 4%-ს
ჩამოსცდება;- მხოლოდ
გასული 2.5 წელიწადის
განმავლობაში, 5 მილიარდი
დოლარის უცხოური
ინვესტიციები მოვიზიდეთ,
ხოლო მომდევნო 4 წლის
განმავლობაში, დამატებით 9
მილიარდი დოლარის
პირდაპირ უცხოურ
ინვესტიციებს
მოვიზიდავთ;- 2012 წლამდე
მხოლოდ 68 კილომეტრი
ავტომაგისტრალი იყო
აშენებული, 2012 წლის შემდეგ
კი, ქვეყანაში 300 კილომეტრი
ავტომაგისტრალი აშენდა.
მომავალ წელს დასრულდება
აღმოსავლეთ-დასავლეთის
ავტომაგისტრალის
მშენებლობა, რაც
სამეგრელოდან და
სვანეთიდან ქვეყნის სხვა
რეგიონებში და
დედაქალაქში მგზავრობის
დროს მნიშვნელოვნად
შეამცირებს. აშენდება
ახალი ავტომაგისტრალი
თეკლათიდან ანაკლიამდე,
რაც ბუნებრივია ანაკლიის
პორტსაც მოემსახურება და
ზოგადად ამ
რეგიონს;- ვიწყებთ
ანაკლიის პორტის
მშენებლობას, რომელიც
სამეგრელოს განვითარებას
ახალ სტიმულს შესძენს;- 2012
წლის შემდეგ, სახელმწიფოს
მხარდაჭერით, შეიქმნა 700
ახალი საწარმო და
გაფართოვდა 800 საწარმო.
ბიზნესის მხარდაჭერის
პროგრამების ფარგლებში, 2028
წლის ჩათვლით, ასობით ახალი
საწარმო და 70,000 სამუშაო
ადგილი შეიქმნება;- 2-ჯერ
გავზარდეთ სოფლის
მეურნეობის პროდუქციის
გამოშვება. მომავალი 4 წლის
განმავლობაში, სოფლის
მეურნეობის განვითარებისა
და ქართული სოფლის
გაძლიერებისთვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3
მილიარდი გამოიყოფა,
ცნობისათვის დაახლოებით
10-ჯერ ნაკლები იყო
გამოყოფილი 2012
წლისთვის;- სწრაფად
ვითარდება ტურიზმი. 2028
წლისთვის საქართველოში
ვიზიტორების რაოდენობა 11
მილიონს, ხოლო ტურიზმიდან
შემოსავლები 6,4 მილიარდ
დოლარს გადააჭარბებს.
ვიწყებთ მესტიის
აეროპორტის ახალი
ტერმინალის
მშენებლობას;- 2030 წელს
საქართველოში
ელექტროენერგიის
გამომუშავება 3-ჯერ
გადააჭარბებს 2012 წლის
მაჩვენებელს და
საქართველო,
ელექტროენერგეტიკული
თვალსაზრისით, სრულიად
თვითკმარი და
დამოუკიდებელი ქვეყანა
გახდება;- 2 მილიარდ ლარზე
მეტი გამოიყოფა რეგიონული
განვითარების ფონდისთვის,
400 მილიონი სოფლის
მხარდაჭერის
პროგრამისთვის, 155 მილიონი
მთის ფონდისთვის, ხოლო 200
მილიონი - მუნიციპალური
ტრანსპორტის
პროგრამისთვის;- 2012 წლის
შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა
გაზიფიკაციის ტემპი და
უკვე მომავალ წელს
ბუნებრივი აირით
მოსახლეობის 93% იქნება
უზრუნველყოფილი. 15-ჯერ
გაიზარდა სახელმწიფო
ინვესტიციები
წყალმომარაგებაში.
მომავალ წელს 24-საათიან
წყალმომარაგებაზე წვდომა
ქვეყნის ყველა ქალაქს
ექნება;- 2012 წლამდე, ქვეყნის
მასშტაბით მხოლოდ 12
იუსტიციის სახლი
ფუნქციონირებდა, 2012 წლის
შემდეგ კი, 109 იუსტიციის
სახლი აშენდა, ხოლო
მომავალი წლის ბოლომდე
კიდევ 12 იუსტიციის სახლი
გაიხსნება და ამით მთელი
ქვეყანა დაიფარება;- 2012 წლის
შემდეგ, 4 ჯერ გავზარდეთ
განათლების დაფინანსება.
საბავშვო ბაღები გავხადეთ
სრულიად უფასო და
შემოვიღეთ უფასო
სახელმძღვანელოების
პროგრამა. ქვეყნის
მასშტაბით დავასრულეთ 836
საბავშვო ბაღის
მშენებლობა-რეაბილიტაცია
და დავიწყეთ 885 ბაღის
მშენებლობა-რეაბილიტაციის
პროგრამა. ავაშენეთ 174 სკოლა
და დავასრულეთ 1,000-ზე მეტი
სკოლის რეაბილიტაცია,
მომდევნო 4 წელიწადში კი,
500-ზე მეტი სკოლის
მშენებლობა-რეაბილიტაცია
დასრულდება;- 4-ჯერ გაიზარდა
სპორტის დაფინანსება და
შედეგები არის სახეზე
მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდა სპორტული
ინფრასტრუქტურა, რაც
სპორტულ მიღწევებზეც
სათანადოდ აისახა და
მომდევნო წლების
განმავლობაში ვიწყებთ 2
მილიარდიან პროგრამას
სპორტული ინფრასტრუქტურის
კიდევ უფრო მეტად
გაუმჯობესებისთვის;- ჩვენმა
ხელისუფლებამ შემოიღო
საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამა და სხვა
მიზნობრივი პროგრამები.
4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის
სოციალური ბიუჯეტი და
ჯანდაცვის დაფინანსება.
შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა
ჯანდაცვის ფინანსური
ხელმისაწვდომობა ჩვენი
მოსახლეობისთვის, 72-დან 75
წლამდე გაიზარდა
სიცოცხლის საშუალო
ხანგრძლივობა, 155,000-ით
გაიზარდა საპენსიო ასაკს
მიღწეული ადამიანების
რაოდენობა. 5-ჯერ
გაფართოვდა მოსახლეობის
სოციალური დაცვის პაკეტი.
3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1
იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის
პენსიონერთათვის პენსია 350
ლარი, ხოლო 70 წელს
გადაცილებულ
პენსიონერთათვის - 450 ლარი
გახდება. შესაბამისად, 420 და
540 ლარამდე გაიზრდება
პენსიები მაღალმთიან
დასახლებებში მცხოვრები
პენსიონერებისთვის;- 35,000-მა
დევნილმა ოჯახმა მიიღო
ღირსეული საცხოვრისი, ხოლო
მიმდინარე პროექტების
დასრულების შემდეგ, ბინებს
ახლად აშენებულ
კორპუსებში დამატებით 6,000
დევნილი ოჯახი მიიღებს,
დღეს დავიწყეთ ზუგდიდში 1700
ოჯახისთვის განკუთვნილი
სპეციალური საცხოვრებლის 7
კორპუსის მშენებლობა, რაც
დასრულდება 2027 წელს.ეს არის
მხოლოდ არასრული
ჩამონათვალი იმისა, რაც
გავაკეთეთ გასული 12 წლის
მანძილზე და რის
გაკეთებასაც მომდევნო 4
წლის განმავლობაში
ვგეგმავთ.რაც მთავარია,
ყველამ უნდა გავიხსენოთ,
რომ მშვიდობის გარეშე
შეუძლებელია ქვეყნის
წინსვლა და განვითარება.
„ქართული ოცნების“
ხელისუფლება არის
ერთადერთი ხელისუფლება
დამოუკიდებლობის აღდგენის
შემდეგ, რომლის დროსაც
საქართველოს ომი არ ჰქონია.
ახლაც, „ქართული ოცნების“
გამარჯვება არის
ერთადერთი გარანტი იმისა,
რომ ჩვენი ქვეყანა
შეინარჩუნებს მშვიდობას
და უზრუნველყოფს ნათელ
მომავალს ქართველი
ხალხისთვის.ჩვენი ქართული
ოცნებაა საქართველოს
გამთლიანება. ზუგდიდიდან
რამდენიმე კილომეტრშია
გამყოფი ხაზი, რომელიც
ხელოვნურად გვაშორებს
ჩვენს ისტორიულ მხარეს -
აფხაზეთს. გამყოფი ხაზი
ხელოვნურად გვაშორებს
ადამიანებს, მათ შორის ჩვენ
აფხაზ ძმებსა და დებს,
რომლებიც ენგურს გაღმა
ცხოვრობენ. დარწმუნებული
ვარ, მალე დადგება ის დრო,
როდესაც ყოველგვარი
ხელოვნური დაბრკოლება
მოიხსნება და ქართველები
და აფხაზები ერთად
ვიცხოვრებთ ერთიან და
განუყოფელ ქართულ
სახელმწიფოში, ერთად
შევქმნით საქართველოს
ნათელ მომავალს და ერთად
გავხდებით ევროკავშირის
წევრი ქვეყანა.ამისათვის
გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს 26 ოქტომბრის
არჩევნებს. 26 ოქტომბერს
კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ
ერთად, რათა დავიცვათ
მშვიდობა, ღირსება და
კეთილდღეობა ჩვენი
ქვეყნისთვის26 ჩვენი დღეა
და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26
ოქტომბერს აუცილებლად
გაიმარჯვებს „ქართული
ოცნება“ და გაიმარჯვებს
ქართველი ხალხი და
გაიმარჯვებს ქართული
სახელმწიფო!ღმერთი
ფარავდეს ამ ულამაზეს
მხარეს და ღმერთი ფარავდეს
საქართველოს!