„საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი? ევროპა გეუბნება, რომ ერთადერთი გზა არის არჩევნებით მონაწილეობა“ - მამუკა ხაზარაძე

Primetime.ge 7 საათი წინ 2
„საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი? ევროპა გეუბნება, რომ ერთადერთი გზა არის არჩევნებით მონაწილეობა“ - მამუკა ხაზარაძე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, კოალიცია "ძლიერი საქართველო" ადასტურებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. იქამდე, არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებდა გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა."მე ვფიქრობ, რომ დღეს ამ ხელისუფლებას ალტერნატივა აქვს მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებასა და დიალოგში. საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი? ბოიკოტის შემთხვევაში რას იგებთ თქვენ? ახალი რა არის? - არაფერი. სანქციებიც არის, "მეგობარი აქტიც" არის, ევროპას თავისი პრობლემები აქვს. ევროპა გეუბნება, რომ ერთადერთი გზა, კიდევ ვიმეორებ, არის არჩევნებით მონაწილეობა," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.შეგახსენებთ, რომ 4 ბარიერგადალახული პარტიიდან ორი - კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ცვლილებებისთვის" არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობისთვის კოლეგებს მკაცრად აკრიტიკებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია