საარჩევნო ადმინისტრაციამ
საჯარო სკოლებში
მასშტაბური სასწავლო
პროექტი „არჩევნები და
ახალგაზრდა ამომრჩეველი“
წარმატებით განახორციელა.
პროექტი, რომლის მიზანიც
საარჩევნო განათლების
მიმართულებით
ახალგაზრდების
ცნობიერების ამაღლებაა,
ცესკოსა და სწავლების
ცენტრის მიერ 2025 წლის 17
თებერვლიდან 21 მარტის
პერიოდში განხორციელდა და
მასში საჯარო სკოლების XI-XII
კლასის მოსწავლეები
მონაწილეობდნენ.ცესკოს
სწავლების ცენტრის მიერ
შემუშავებული პროგრამის
ფარგლებში მოსწავლეებმა
მიიღეს ინფორმაცია ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებზე,
როგორიცაა: არჩევნების
არსი ქვეყნის
დემოკრატიული
განვითარების პროცესში და
ამომრჩევლის როლის
მნიშვნელობა;
საქართველოში
დემოკრატიული არჩევნების
განვითარების ისტორია და
მოდერნიზებული არჩევნები;
დემოკრატიული არჩევნების
ჩატარების ძირითადი
პრინციპები და
საერთაშორისო
სტანდარტები; ინკლუზიური
საარჩევნო გარემო და
გენდერული თანასწორობა
საარჩევნო პროცესში;
არჩევითი სახელმწიფო
ორგანოები; საარჩევნო
ადმინისტრაცია და
ამომრჩევლებისთვის
შეთავაზებული საარჩევნო
სერვისები; არჩევნებში
ჩართული სხვა მხარეები და
მათი როლი დემოკრატიული
არჩევნების ჩატარების
პროცესში; სიძულვილის ენის
და დეზინფორმაციისაგან
თავისუფალი საარჩევნო
გარემოს
მნიშვნელობა.საინფორმაციო-სასწავლო
კურსი საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
სამინისტროსთან
პარტნიორობით
განხორციელდა, კურსი 360
საჯარო სკოლის 7604 მოსწავლემ
გაიარა, მათ შორის ეთნიკური
უმცირესობებით
კომპაქტურად დასახლებულ
მუნიციპალიტეტებში 56
საჯარო სკოლის 1166
მოსწავლემ. ახალგაზრდებმა
საინფორმაციო-სასწავლო
პროგრამა პოზიტიურად
შეაფასეს.პროექტი 2015 წლიდან
ხორციელდება და მიზნად
ისახავს ახალგაზრდების
საარჩევნო ცნობიერების
ამაღლებას და სამოქალაქო
პასუხისმგებლობის ზრდის
ხელშეწყობას. დღემდე
საინფორმაციო-სასწავლო
პროგრამა 64
მუნიციპალიტეტის 2066 საჯარო
სკოლის XI-XII კლასის 41104-მა
მოსწავლემ
გაიარა.ინფორმაციას ცესკო
ავრცელებს.