გრიგოლ ვაშაძე:
"სააკაშვილისა და პუტინის
ბოლო შეხვედრაზე, პუტინმა
თქვა - ჩვენ კოსოვოს
დამოუკიდებლობის
აღიარებას თქვენს ხარჯზე
ვუპასუხებთ, ეს თქვენი
ბრალი არ არის, ეს თქვენი
გეოგრაფიის ბრალიაო"დღეს,
14:53 10 5 საათია პარლამენტში
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომა
მიმდინარეობს. დღეს 2008 წლის
აგვისტოს ომის მოვლენებს
განიხილავენ. კომისიის
წევრების შეკითხვებს
მიხეილ ქარელმა და გრიგოლ
ვაშაძემ
უპასუხეს."კომისიის ერთ-ერთ
სხდომაზე თქვენ ბრძანეთ,
რომ 2008 წლის თებერვალში
ჩვენ გვითხრესო და ეს
მაინტერესებს ვინ გითხრათ,
რომ კოსოვოს სიტუაციიდან
გამომდინარე რუსეთი
აპირებს სამაგიეროს
გადახდას, რა გითხრეს და რა
იცოდით, რას აპირებდა
რუსეთი?" - ამ კითხვით 2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმის
საქმიანობის შემსწავლელი
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარემ თეა
წულუკიანმა, გრიგოლ
ვაშაძეს მიმართა.2008 წლის
თებერვალ-ნოემბერში
ყოფილმა საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილემ, 2008
წლის დეკემბრიდან 2012 წლამდე
ყოფილმა საგარეო საქმეთა
მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ
კითხვის საპასუხოდ
განაცხადა:"ეს იყო 21
თებერვალს, პრეზიდენტ
სააკაშვილისა და პუტინის
ბოლო შეხვედრა, როდესაც მან
თქვა - ჩვენ ადეკვატურად,
თქვენს ხარჯზე ვუპასუხებთ
კოსოვოს დამოუკიდებლობის
აღიარებას, ეს თქვენი ბრალი
არ არის, ეს თქვენი
გეოგრაფიის ბრალია. შემდეგ
მან დაამატა - არაფერი
კომპრომისის გამომუშავება
არ შეიძლება არაფრის
ხარჯზე, მათ შორის, NATO-ს
ხარჯზე, რადგან თქვენი
ნების წინააღმდეგ
შეგათრევენ NATO-ში,
დააყენებენ რაკეტებს და
დაუმიზნებენ რუსეთის
ფედერაციას," - ასე უპასუხა
გრიგოლ ვაშაძემ თეა
წულუკიანის დასმულ
შეკითხვას