ამ წუთებში საკანონმდებლო
ორგანოში დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მორიგი სხდომა იწყება. 2003–2012
წლებში მოქმედი
ხელისუფლების საქმიანობის
შემსწავლელი კომისიის
წევრების კითხვებს კიდევ
ერთი დაზარალებული - გიორგი
ხოჭავა
უპასუხებს.დაზარალებული
თავად ისაუბრებს საკუთარ
საქმეზე. ის 2010 წელს,
ზუგდიდში დააკავეს.
ხოჭავამ სასჯელი ზუგდიდის
მე-4 პენიტენციურ
დაწესებულებაში მოიხადა.
როგორც თავად ამბობს, მას
არჩადენილ ბრალს
ედავებოდნენ.
დაზარალებულის თქმით, მის
მიმართ წამებასა და
არაადამიანურ მოპყრობას
ჰქონდა ადგილი.ხოჭავას 2014
წელს მიენიჭა
დაზარალებულის სტატუსი.
ამავე წელს დადგა განაჩენი
მის საქმეზე - 6 პირის
წინააღმდეგ."ვიყავი
რეპრესირებული
სააკაშვილის რეჟიმის მიერ.
რეჟიმი ძალიან
არაადამიანურად მომექცა.
დღეს, კომისიის მიმართ ჩემი
თხოვნა და მოთხოვნა იქნება,
რომ დადგეს "ნაციონალური
მოძრაობის" პოლიტიკური
ლიკვიდაცია", - აცხადებს
ხოჭავა "კურიერთან"
საუბრისას.