ათეულობით შემთხვევა იყო,
როდესაც ქუჩაში
ადამიანები მხოლოდ იმიტომ
დახოცეს, რომ საქართველოში
შიში დაენერგათ, – ამის
შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გია ვოლსკიმ
განაცხადა.მისი თქმით,
მიხეილ სააკაშვილის
განცხადებები კომისიაზე
და იმ უბედურებაზე, რაც
ქვეყანაში გააჩაღა,
შემაძრწუნებელია და
გამოხატავს კოლექტიური
„ნაცმოძრაობის“
არსს.„კოლექტიურმა
„ნაცმოძრაობამ“ დროებითი
საგამოძიებო კომისიის
საქმიანობა როგორც არ უნდა
შეაფასოს, ფაქტებია მძიმე
და უტყუარი, თუ როგორ
ხოცავდნენ ახალგაზრდებს.
დღევანდელ სხდომაზე
განიხილეს, თუ როგორ მოკლეს
ქუჩაში ახალგაზრდა,
აჭარელი ბიჭები, საზიზღრად,
სადისტურად, საკონტროლო
გასროლებით. საუბარია იმ
ახალგაზრდებზე, რომელთაც
არაფერი დაუშავებიათ.
ასეთი ათეულობით
შემთხვევა იყო, როცა ქუჩაში
ადამიანები მხოლოდ იმიტომ
დახოცეს, რომ საქართველოში
შიში დაენერგათ. ჩვენ
ფაქტებით ვსაუბრობთ და არა
მოტანილი ზღაპრებით, რასაც
სააკაშვილი პერიოდულად
ახალგაზრდებს უყვებოდა“, –
განაცხადა გია
ვოლსკიმ.მისი თქმით, მიხეილ
სააკაშვილი სადისტების
ლიდერი იყო.„სააკაშვილს
რომ უსმინო, საქართველოში
კულტურა მან ჩამოიტანა,
წინააღმდეგ შემთხვევაში,
ქართველები მასიურად
ღიპიანი, ულვაშებიანი,
ბრტყელკუდიანი ადამიანები
იყვნენ, რომელთაც
სადღეგრძელოების და
ცეკვის გარდა, სხვა ცოდნა
არ ჰქონდათ. სიმღერაც არ
დაუსახელებია. უკრაინიდან,
ეთერში თქვა, რომ
საქართველოში კულტურის
მომტანი ის ყოფილა.
მრავალსაუკუნოვან და დიდი
კულტურის ქვეყანაზე
საუბრობს. მისი ბოროტი იდეა
იყო, რომ საზოგადოება
შეეცვალა და მორჩილი,
შეშინებული გაეხადა. ამას
აკეთებდა კიდეც და ამ
თემებს კომისია იხილავს.
მისი განცხადებები არა
მხოლოდ კომისიის
მუშაობაზე, არამედ იმ
უბედურებაზე, რაც
ქვეყანაში გააჩაღა,
შემაძრწუნებელია და
გამოხატავს არა მხოლოდ მის
პიროვნებას, არამედ
კოლექტიური
„ნაცმოძრაობის“ არსს“, –
განაცხადა გია ვოლსკიმ.