“საავადმყოფოს კედლებს იმაზე მეტი გულწრფელი ლოცვა მოუსმენიათ, ვიდრე რომელიმე ეკლესიისას… აქ გეი ექიმი ჰომოფობს სიცოცხლეს სჩუქნის…”

News.ge 9 საათი წინ 3
“საავადმყოფოს კედლებს იმაზე მეტი გულწრფელი ლოცვა მოუსმენიათ, ვიდრე რომელიმე ეკლესიისას… აქ გეი ექიმი ჰომოფობს სიცოცხლეს სჩუქნის…”
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია სოციალურ ქსელში პაპ ფრანცისკეს მიერ დაწერილ გზავნილს ავრცელებს, რომელსაც News.ge უცვლელად გთავაზობთ:
პაპ ფრანცისკეს მიერ დაწერილი გზავნილი რომის ჰოსპიტალში!!!
“საავადმყოფოს კედლებს იმაზე მეტი გულწრფელი ლოცვა მოუსმენიათ, ვიდრე რომელიმე ეკლესიისას …. იმაზე მეტი გულწრფელი კოცნის მოწმენი გამხდარან, ვიდრე აეროპორტების დარბაზები… აქ გეი ექიმი ჰომოფობს სიცოცხლეს სჩუქნის; აქ უქონელისა და უპოვარის სიცოცხლის ხსნისთვის პრივილეგირებული ექიმი იბრძვის…აქ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ებრაელი რასისტს უვლის… აქ ერთ პალატაში მყოფ პოლიციელსა და პატიმარზე თანაბრად ზრუნავენ…
აქ მდიდარი პაციენტი ღვიძლის ტრანსპლანტაციას ელოდება, რომელიც მას, შეიძლება ღარიბმა დონორმა მისცეს …
საავადმყოფოს კედლებში ადამიანების მტკივნეული იარები პირს აღებს; აქ ღვთის განგებულებით სხვადასხვა სამყაროები ერთმანეთს ხვდება.
აქ, ამ ბედისწერათა თანხვედრის ადგილას, ვაცნობიერებთ, რომ მარტონი არარანი ვართ. ადამიანთა ჭეშმარიტი სახე ძლიერი ტკივილის განცდისას ან შეუქცევადი დანაკარგის საფრთხის წინაშე დგომისას იჩენს თავს. აქ ადამიანები ნიღბებს იხსნიან და თავიანთი ნამდვილი, ჭეშმარიტი ბუნება სააშკარაოზე გამოაქვთ.
სიცოცხლე წარმავალია, ამიტომ მას სხვებთან ჭიდილში და შუღლში ნუ გალევთ.
თქვენს სხეულს ზედმეტად ნუ გააკრიტიკებთ.
გაუთავებლად ნუ იწუწუნებთ.
გადასახადებზე ფიქრი ძილს ნუ დაგაკარგვინებთ.
საყვარელი ადამიანები გულში ჩაიკარით.
და ნურც იმაზე იღელვებთ ზედმეტს, რომ სახლში ყველაფერი დაწკრიალებული არ გაქვთ.
ყოველმა ჩვენგანმა მატერიალური სიკეთე თავად უნდა მოიპოვოს — ამიტომ დიდძალი მემკვიდრეობის დაგროვებას უპირველეს მიზნად ნუ იქცევთ.
თქვენ მუდმივ მოლოდინში ხართ: ხან შობას ელით, ხან მომავალ პარასკევს და ხანაც მომავალ წელს, მაშინაც კი, როცა ფული გაქვთ, როცა სიყვარული გეწვევათ და ყველაფერი ჩინებულადაა…
შეისმინეთ: სრულყოფილება არ არსებობს. ადამიანი მას ვერ მიაღწევს, რადგან აქ, დედამიწაზე, სრულყოფილებისთვის არ გავჩენილვართ. აქ მხოლოდ უნდა ვისწავლოთ. ამიტომ ცხოვრების ეს გამოცდა ჩააბარეთ; ახლავე ჩააბარეთ.
პატივი ეცით საკუთარ თავსა და სხვას. თქვენი გზით იარეთ და არა სხვების მიერ არჩეულით. პატივისცემა ერთს ნიშნავს: აუგს ნურავიზე იტყვით, ნურავის განსჯით და ჭკუას ნუ დაარიგებთ.
გიყვარდეთ უფრო ძლიერ, მეტი მიუტევეთ, მეტი მოეხვიეთ და მეტად იცხოვრეთ!
სხვა დანარჩენი შემოქმედს ანდეთ.“
— პაპი ფრანცისკე
სრულად წაიკითხეთ სტატია