რუსთავში,
დამოუკიდებლობის სკვერში 9
აპრილის ტრაგედიიდან 36-ე და
საქართველოს
სახელმწიფოებრიობის
აღდგენიდან 34-ე წლისთავი
აღნიშნეს.საქართველოს
დროშის ფერებით განათდა და
სიმბოლურად ცოცხალი
ტიტებით მოირთო
დამოუკიდებლობის სკვერში
არსებული 9 აპრილის
მემორიალი. მემორიალთან,
რუსთავის მერიის
წარმომადგენლები,
საკრებულოს ფრაქცია
,,ქართული ოცნების„ წევრები
და პარლამენტარი ირაკლი
შატაკიშვილი, რუსთაველ
სტუდენტებთან ერთად
მივიდნენ.რუსთაველებმა 1989
წლის აპრილის მოვლენები
გაიხსენეს პატივი მიაგეს
დაღუპულთა ხსოვნას.