რუსთაველის გამზირზე
ტრანსპორტის მოძრაობა
აღდგენილია. აქციის
დასრულების შემდეგ,
დასუფთავების სამსახურის
თანამშრომლებმა
ტერიტორიის დასუფთავების
სამუშაოები ჩაატარეს.
ამასთან, ჩამოხსნეს
დემონსტრაციებისას
დაშავებული და ნაცემის
ადამიანების ფოტოები და
საპროტესტო პლაკატებიც,
რომლებიც მანამდე ნაძვის
ხის კონსტრუქციაზე აქციის
მონაწილეებმა დაკიდეს.
მიმდებარე ტერიტორიის
დასუფთავების შემდეგ,
განახლდა საახალწლო
მთავარი ნაძვის ხის
მონტაჟიც, რომელიც მერიის
ინფორმაციით კიდევ
რამდენიმე დღის
განმავლობაში
გაგრძელდება.28 ნოემბრიდან
მოქალაქეები ხელისუფლების
გადაწყვეტილებას
აპროტესტებენ, 2028 წლის
ბოლომდე დღის წესრიგში არ
დააყენოს ევროკავშირთან
მოლაპარაკების გახსნის
საკითხი. აქციის
მონაწილეები ვადამდელ
არჩევნებს ითხოვენ.
მოთხოვნებს დაემატა
მოძალადეების დასჯა და
დაკავებული აქციის
მონაწილეების
გათავისუფლება.