„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირია დაკავებული“ - შსს

Primetime.ge 3 თვის წინ 38
„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირია დაკავებული“ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს. როგორც რადიო „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, აქციის ექვსივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ. მოგვიანებით პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია