რუსთაველის გამზირზე,
სადაც დასუფთავების
სამსახურმა მუშაობა უკვე
დაასრულა, ერთ-ერთ
ტერიტორიაზე დაზიანებულია
ინფრასტრუქტურის
ნაწილი.ჩამსხვრეულია
ავტობუსის გაჩერების
შუშები, ასევე რამდენიმე
მაღაზიის ვიტრინა და
ფანჯრები.თბილისის
ცენტრში, პარლამენტის
შენობის წინ აქციის
მეექვსე დღე იყო გუშინ.
დემონსტრაცია საღამოს 19:00
საათზე დაიწყო, აქცია
მშვიდობიანად
მიმდინარეობდა,
დაახლოებით საღამოს 23:00
საათისთვის გაისმა უკვე
გაფრთხილება მოქალაქეების
მიმართ, მას შემდეგ რაც
მომიტინგეთა ერთმა
ნაწილმა, პარლამენტის
შენობის მიმართულებით,
სადაც სპეცრაზმი იყო
განლაგებული, პიროტექნიკა
და სხვადასხვა სახის
ბლაგვი საგნები
ისროლა.საპოლიციო
დანაყოფებმა აქციის
მონაწილეების მიმართ
წყლის ჭავლი და
ცრემლსადენი გაზი
გამოიყენეს. დააკავეს
აქციის რამდენიმე
მონაწილე.